Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ძვირფასო პირველკურსელებო!

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი გილოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობას. თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, საინტერესო და მრავალფეროვანი ეტაპის დაწყებას!

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე

სწავლა იწყება 2024 წლის 23 სექტემბერს.

ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის პირველსემესტრელი სტუდენტებისთვის სავალდებულოა:

I.     დოკუმენტების წარმოდგენა პირადი საქმის გასახსნელად

II.    ანკეტის ელექტრონული ვერსიის შევსება

III.   ხელშეკრულების გაფორმება

IV.   ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა)

V.    აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა)

I. პირადი საქმის გახსნისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (რექტორის ბრძანება №231/01-04, 22.08.2024):

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით)

ფოტოსურათი 2 ცალი (3x4) ბეჭდური სახით

ფოტოსურათი ელექტრონული სახით (3x4)

სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);

უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

პირადი საქმის გასახსნელად და ხელშეკრულების გასაფორმებლად:

ეკონომიკის და ბიზნესის ადმისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა უნდა მიმართონ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 2, მაღლივი (X) კორპუსი, პირველი სართული, ოთახი 101 და 109. ტელეფონი: (+995 32) 2 25 04 84 შიდა (9740; 9741);

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა უნდა მიმართონ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 44, II სართული, ოთახი 207. ტელეფონი: (+995 32) 2 25 04 84 შიდა (8521; 8535). საკონტაქტო პირი: მაკა ლომიძე, ტელ: 599 70 49 60.

II. ანკეტის ელექტრონული ვერსიის შევსება (ანკეტა გააქტიურდება 5 სექტემბერს):

ანკეტის ელექტრონული ვერსიის საშუალებით გადახვალთ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ პორტალზე (uni.tsu.ge), სადაც შესასვლელად დაგჭირდებათ მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითება. პირველ ეტაპზე მომხმარებლის სახელიც და პაროლიც არის თქვენი პირადი ნომერი. პორტალზე შესვლისთანავე მოგეთხოვებათ პაროლის შეცვლა, რადგან დასახელებული პაროლი არის ერთჯერადი. აღნიშნული ეტაპის გავლის შემდეგ გაიხსნება შესავსები ანკეტა (ანკეტის ელექტრონული ვერსია), სადაც მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია შეიტანოთ სწორად.

III. ხელშეკრულების გაფორმება (5 – 16 სექტემბერი)

ხელშეკრულების გაფორმებისთვის აუცილებელია დოკუმენტები ფაკულტეტზე წარმოადგინოთ 5 – 16 სექტემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

16 სექტემბრის 18:00 საათის შემდეგ  ხელშეკრულება არ გაფორმდება.

თუ სტუდენტობის კანდიდატი არის არასრულწლოვანი, მაშინ თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), რომელმაც უნდა წარმოადგინოს სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და მშობლის პირადობის მოწმობა.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტობის კანდიდატის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი) ვერ შეძლებს ხელშეკრულების გაფორმებას, მაშინ მშობლმა მინდობილობა უნდა გაუფორმოს სხვა მინდობილ პირს. მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს:  მინდობილობა, კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, თავისი პირადობის მოწმობა.

IV. ადმინისტრაციული რეგისტრაცია (5 – 16 სექტემბერი)

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა გულისხმობს სტუდენტის მიერ სწავლის სემესტრული საფასურის გადახდას, ან სახელმწიფო გრანტით ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსებასა და სწავლის რეალურ საფასურს შორის სხვაობის დაფარვას.

პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში (5-16 სექტემბერი).

ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამების პირველსემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი - 1125 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში - 337,50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში - 532,50 ლარი.

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ყველა პირველსემესტრელ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო დაფინანსება და მათ არ ეკუთვნით სწავლის საფასურის გადახდა.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია პირველსემესტრელის პირადი ნომრით საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (ოპერატორთან, Pay Box-ის ან მობაილბანკის მეშვეობით).

ადმინისტრაციული რეგისტრაცია წარმოადგენს აკადემიური რეგისტრაციის გავლის წინაპირობას. სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა (ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა) არის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი.

VI. აკადემიური რეგისტრაცია (18 – 23 ექტემბერი)

აკადემიური რეგისტრაციას (სასწავლო კურსების არჩევა) ვერ გაივლის სტუდენტი ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის გარეშე. აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სასწავლო კურსებზე დარეგისტრირებას სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (UNI.TSU.GE) საშუალებით. სისტემაში, სტუდენტისათვის ხელმისაწვდომია მისი საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმი და სილაბუსები.

აკადემიური რეგისტრაციის პროცესში, სტუდენტს შეუძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჩამოყალიბება. სასწავლო კომპონენტზე რეგისტრაცია შეზღუდულია კონკრეტული სასწავლო კომპონენტის დაშვების წინაპირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

პირველი სემესტრის სტუდენტმა აკადემიური რეგისტრაცია, სასწავლო კურსების არჩევა მონაცემთა მართვის სისტემაში უნდა განახორციელოს დადგენილ ვადებში (18-23 სექტემბერი).

ლექცია-სემინარების განრიგი სასწავლო კურსების მიხედვით განთავსებულია ფაკულტეტის Web-გვერდზე: www.Tsu.ge  - აირჩიეთ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - ჩამოშალეთ ველი „ფაკულტეტის შესახებ“ და აირჩიეთ „სასწავლო განრიგი“ - სასწავლო ცხრილები - ბაკალავრიატი - და ა.შ.

თარიღი: 04/09/2024